ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდისკენ მოუწოდებს

23-09-2022 17:36:28 საზოგადოება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი კვლავ მოუწოდებს რუსეთს, გადაუხადოს საქართველოს კომპენსაცია საქართველოს მოქალაქეების კოლექტიური დეპორტაციის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად,– ნათქვამია შუალედურ რეზოლუციაში, რომელიც დღეს, 23 სექტემბერს გამოქვეყნდა.

კომიტეტი წუხს, რომ რუსეთმა ადრეულ მოწოდებები რეაგირების გარეშე დატოვა, არ წარმოადგინა ინფორმაცია და გადაწყვეტილების აღსრულების ვადის ამოწურვიდან სამ წლის შემდეგაც კი კომპენსაცია გადახდილი არ არის.

მინისტრთა კომიტეტი მოითითებს, რომ მუხედავად იმის, რომ რუსეთს ევროპის საბჭოს წევრობა 2022 წლის 16 მარტს შეუწყდა, ის კვლავ ვალდებულია, შეასრულოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და მინისტრთა კომიტეტი განაგრძობს მათი აღსრულების მონიტორინგს.

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება 2019 წელს გამოიტანა და რუსულ მხარეს სამი თვის ვადაში კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა საქართველოს 1 500 მოქალაქისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები