უკრაინელებმა ოდესის თავზე - 7 ირანული უპილოტო, ხოლო ხერსონის მხარეში Су-25 ჩამოაგდეს [VIDEO]
23/09/2022 19:41:25 მსოფლიო
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ოდესის თავზე - 7 ირანული კამიკაძე-დრონი, ხოლო ხერსონის მხარეში რუსული Су-25 ჩამოაგდეს, - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახური.
მისივე ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ირანელებისგან შესყიდული დრონებით ოდესაზე თავდასხმა დღის მეორე ნახევარში განახორციელეს, უკრაინულმა მხარემ კი საზენიტო რაკეტებით 7-კამიკაძე დრონისა და ბომბდამშენ Су-25-ის გაუვნებელყოფა შეძლო.
გარდა ამისა, ორი დრონის ჩამოგდება მოხერხდა დნეპროპეტროვსკის ოლქში, - იუწყება "აღმოსავლეთის" საჰაერო სარდლობა.


