თურქეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს წესის გაუქმების ინიციატივით გამოდის

23-09-2022 23:54:31 მსოფლიო

თურქეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს წესის გაუქმების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ანადოლუს ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

"სულ უფრო მეტი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მსოფლიო გაცილებით დიდია, ვიდრე გაერო-ს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი ქვეყანა. გენერალური ასამბელის მიმდინარე სესიამ დაამტკიცა, რომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწოდებას გაერო-ს რეფორმირების შესახებ სულ უფრო მეტი ქვეყანა უჭერს მხარს. ვეტოს უფლება შეიძლება, შეიცვალოს გადაწყვეტილებების ხმათა უმრავლესობით მიღების წესით. მთავარი უნდა იყოს სამართლიანობა და მაქსიმალური ჩართულობა" - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ცნობისთვის: რუსეთს გაერო-ში ამჟამად გადაწყვეტილებების ვეტირების უფლება გააჩნია, რომელსაც იგი ხშირ შემთხვევაში ბოროტად იყენებს.

გაერო-ს წესდების თანახმად, ვეტო-ს უფლება აქვს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივ წევრ სახელმწიფოს - საფრანგეთს, აშშ-ს, ჩინეთს, ბრიტანეთსა და რუსეთს. ასევე 10 არამუდმივ წევრ სახელმწიფოს, რომელთაც გენერალური ასამბლეა ირჩევს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები