24-09-2022 10:29:47 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სექტემბერში აქტიური საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა 9 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია გაათავისუფლეს. ამის შესახებ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„სექტემბერში გათავისუფლდა 9 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია. დაახლოებით 400 დასახლებული პუნქტი. ეს შედეგი მიღწეულია, რადგან ჩვენი ხალხი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გვეხმარება. ძალიან გთხოვთ, გააკეთეთ ყველაფერი, რომ ასეთი დახმარება მეტი იყოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, სპეცსამსახურებთან ითანამშრომლონ და გადასცენ ყველა ინფორმაცია ფსევდორეფერენდუმების ორგანიზატორების, მობილიზაციისა და ზოგადად, რუსული არმიის შესახებ.