ენტონი ბლინკენი ჩინეთს აფრთხილებს

24-09-2022 12:45:07 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა იმ შედეგებს, რაც პეკინის მხრიდან უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერას მოჰყვება.

„სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს და ხაზი გაუსვა შედეგებს, თუკი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მხარს დაუჭერს მოსკოვის შეჭრას სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მინისტრთან, ვან ის ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები