რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ბულგაკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

24-09-2022 20:07:12 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ბულგაკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და "სხვა პოსტზეა გადაყვანილი”, - იუწყება დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

მისივე ინფორმაციით, ბულგაკოვს გენერალ-პოლკოვნიკი მიხეილ მიზინცევი შეცვლის, რომელიც მანამდე ეროვნული თავდაცვის კონტროლის ცენტრს ხელმძღვანელობდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით კი, სწორედ მიზინცევი ედგა სათავეში მაისის ბოლოს მარიუპოლის ალყას, რის გამოც მას "მარიუპოლის ყასაბი" შეარქვეს. მაშინ რუსულმა ჯარმა ქალაქი ფაქტობრივად მიწასთან გაასწორა, ათასობით სამოქალაქო პირი აწამა და მოკლა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები