შარლ მიშელი გაერო-ს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვის ინიციატივით გამოდის

24-09-2022 21:15:45 მსოფლიო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გაერო-ს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვის აუცილებლობაზე საუბრობს. ~

"როდესაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფო არაპროვოცირებულ, არაფრით გამართლებულ ომს იწყებს - ომს, რომელსაც გაერო-ს გენერალური ასამბლეა გმობს, ამ საბჭოში მისი წევრობა ავტომატურად უნდა წყდებოდეს" - განაცხადა შარლ მიშელმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

მანამდე გაერო-ს უშიშროების საბჭოდან და სხვა სტრუქტურებით რუსეთის გარიცხვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოითხოვა.

ცნობისთვის: რუსეთი ბრიტანეთთან, ჩინეთთან, საფრანგეთსა და აშშ-სთან ერთად ამ დრომდე გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრად რჩება და შესაბამისად, ვეტოს უფლება გააჩნია, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ბოროტად იყენებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები