Accentnews.ge
„ეს ეხება ჩეჩნებს, დაღესტნელებს და ინგუშებს“: აბდურახმანოვი ლარსზე და ქართველ მესაზღვრეებზე საუბრობს

„ეს ეხება ჩეჩნებს, დაღესტნელებს და ინგუშებს“: აბდურახმანოვი ლარსზე და ქართველ მესაზღვრეებზე საუბრობს

26/09/2022 16:00:48 კავკასია

საქართველოში ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრებს არ უშვებენ,– ამის შესახებ ცნობები და ვიდეოები ჩეჩენი დევნილი ბლოგერის ტუმსო აბდურახმანოვის ტელეგრამ–არხსე ვრცელდება.

კადრებში ჩანს, რომ ქალაები, კაცები მოსაცდელში იმყოფებიან.

როგორც ერთ–ერთ ვიდეოში ყვება ქალი, ოთხი დღეა, ღამეს საზღვარზე ათენებენ, ვინაიდან მათ ქართველი მესაზღვრეები არ უშვებენ.

"თითქმის ყველა გაუშვეს, ჩვენ კი არ გვიშვებენ. ვიმედოვნებდი, რომ ბავშვებს უსაფრთხო ქვეყანაში წავიყვანდი, თუმცა 4 დღეა საზღვარზე გვძინავს, საჭმელიც არ გვაქვს, შოკში ვართ. ქალები მცირეწლოვანი ბავშვებით არიან, ყირიმელ თათრებსაც არ ატარებენ, ძალიან მძიმე ვითარებაში ვართ!", - ამბობს საზღვარზე მყოფი ქალი.

ტუმსო აბდურახმანოვი აზუსტებს, რომ მსგავსი დამოკიდებულება ვრცელდება ჩეჩნებზე, დაღესტნელებსა და ინგუშებზე.

"ლარსის გამშვები პუნქტიდან ჩეჩნები დამიკავშირდნენ, მათ საქართველოში არ უშვებენ. უკვე 4 დღეა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არიან ქალები, ბავშვები და ახალგაზრდა მამაკაცები. რუსები რომლებიც საზღვარზე გადიან, რაღაც ოთახში შეჰყავთ და დაკითხვას უტარებენ, შემდეგ ან უშვებენ ან უკან აბრუნებენ, სამხრეთ კავკასიიდან ჩამოსულ ადამიანებს კი საერთოდ არ უშვებენ.

უსამართლობაა რუსების შეშვება და კავკასიელების არა, ეს ეხება ჩეჩნებს, დაღესტნელებს და ინგუშებს. უცნაურია, რაც ხდება, თუ ვინმე უნდა შეუშვან საქართველოში, ეს კავკასიელები უნდა იყვნენ, რადგან ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობები გვაკავშირებს. ვფიქრობ, რომ რუსეთის მხრიდან გარკვეული ბრძანებაა გაცემული, რომ ქართველებმა კავკასიელები არ გაატარონ. რუსეთში რაც ხდება ყველამ იცის, ძალიან მძიმე ვითარებაა, სამხრეთ კავკასიაში ადამიანებს იჭერენ და ომში ძალით უშვებენ, იგივე ელოდებათ იმ ბიჭებს, რომლებიც ლარსის საზღვარზე იმყოფებიან. ამ ადამიანებს არ სურთ უსამართლო ომში მონაწილეობა. ვიმედოვნებ, რომ რუსეთში არსებული არასტაბილური ვითარება რეჟიმს დაასრულებს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მდგომარეობა არასტაბილური და მძიმეა, არავინ იცის რა მოხდება", - თქვა ტუმსო აბდურახმანოვმა "მთავარ არხთან".

რუსების შემოშვება და ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხებისთვის გზის დაბლოკვა არაა სწორი გადაწყვეტილება,– ამბობს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დევნილი მთავრობის თავმჯდომარე ახმედ ზაკაევი თემის კომენტირებისას და დასძენს, რომ თუ უსაფრთხოების რისკებზე მახვილდება ყურადღება, რუსეთის ნახევარ მილიონამდე მოქალაქეს არ გაატარებდა საქართველო:

„დღეს ქვეყანაში ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრებს რომ არ უშვებენ, ეს ძალიან დიდი შეცდომაა! ამის გაკეთება არ შეძლება! პუტინი არაა მუდმივი, არც არსებული რუსეთი, კავკასიას კი მომავალი აქვს მხოლოდ ძმური კავშირებით, ურთიერთობებით და დღეს ასეთი დამოკიდებულება ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, თავი დააღწიონ მობილიზაციას... პუტინი მობილიზაციას მცირე ხალხების ხარჯზე ცდილობს. კავკასიელები პირველ რიგში, ცხადია, ცდილობენ წავიდნენ მოძმე ქვეყანაში – საქართველოში“.

მისივე თქმით, „რეალურად საქართველოს ისტორიული პასუხისმგებლობა აკისრია ამ ხალხების მიმართ, რომლებიც რუსეთის უღელ ქვეშ ამოჩნდნენ“:

„უნდა გვახსოვდეს ჩვენი ისტორია: ვიდრე საქართველოს გეორგიევსკის ტრაქტატს არ მოაწერა ხელი, რუსეთმა თავი ვერ დაიმკვიდრა კავკასიაში. ახლა საქართველო უნდა უწყობდეს ხელს იმას, რომ სხვა ხალხებიც აღწევდნენ თავს რუსეთს. როდესაც დღეს ამ ხალხების გენოციდი მიდის, უპირველესად, საქართველომ უნდა გაუწოდოს მათ დახმარების ხელი, უნდა განბლოკოთ საზღვარი, შეუშვას ეს ხალხი ქვეყანაში. შემდეგ ეს ხალხი შესაძლოა, სხვა ქვეყნებში გადავიდეს, მაგრამ გენოფონდი რომ გადავარჩინოთ, ეს ხალხი უნდა გაექცეს მობილიზაციას! საქართველოს პოზიცია არ უნდა იყოს ანტიკავკასიური, უნდა დაეხმაროს ადამიანებს, რომლებიც გაურბიან გარდაუვალ სიკვდილს!“,– განაცხადა ზაკაევმა „ფორმულას“ ეთერში და დასძინა, ამის ახსნა [ჩრდილოეთ კავკასიელების არ შემოშვება] არ შეიძლება იმგვარად, თითქოს უსაფრთხოებას იცავენ. გარწმუნებთ, ჩრდილოეთ კავკასიელები გაცილებით კეთილგანწყობილნი არიან საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ, ვიდრე ის ხალხი, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ“.

შსს–ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

იხილეთ ასევე: რამდენმა ადამიანმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი მობილიზაციის შემდეგ – რუსული ვერსია

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S