ირაკლი ზარქუა: "ქვეყანაში ყველა შემოსული ფილტრს გადის, უმეტესობა ქართველია, არიან უკრაინელები, ბელარუსები, ყველა ერთმანეთს ჰგავს,რუსულად საუბრობენ"
26/09/2022 16:26:19 პოლიტიკა
უმეტესი ეთნიკურად ქართველია, არიან უკრაინელები, ბელარუსები, ყველა ერთმანეთს ჰგავს და რუსულად საუბრობენ, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა საქართველო–რუსეთის საზღვარზე არსებულ ვითარებას და რუსეთის მოქალაქეების მორიგ შემოდინებას.
ზარქუა ირწმუნება, რომ მოქალაქეები ქვეყანაში შემოსვლამდე სპეციალურ ე.წ. ფილტრს გადიან:
“ბოლოს რადიკალურ ოპოზციას და მათთან აფილირებულ გარკვეულ ექსპერტებს მცდელობა ჰქონდათ, რომ შემოდინება და შემოსევაა. მარტივი სტატისტიკა უნდა აიღოთ და ნახავთ, შავით თეთრზე წერია როგორც შემომსვლელები ლარსზე, ასევე ვინც ჩამოფრინდა თვითმფრინავით, ასევე სარფის გამშვები პუქტიდან შემოსული და გასული ადამიანები, ბალანსი ჯდება - 52 000. მათგან უმეტესი არის ეთნიკურად ქართველი, ესაა რეალობა, იქ არიან ასევე უკრაინელები, ბელარუსები, ყველა ერთმანეთს ჰგავს და რუსულად საუბრობენ ძირითადად. ასე რომ ნუ ატყუებთ საზოგადოებას. 2019 წელს 3- ჯერ უფრო მეტი იყო რუსეთის მოქალაქე ჩვენს ქვეყანაში, როგორც ტურისტი. ყველა შემოსული ფილტრს გადის, კონტროლდება და ყველა აყვანილია ყურადღების ცენტრში".
შეგახსენებთ, რომ მათ შორის საქართველოს საზღვარს რუსეთის მოქალაქეების მორიგი ნაკადი მას შემდეგ მოაწყდა, რაც რუსეთში მობილიზა გამოხადდა.
იხილეთ ასევე:
- ცნობილია, რამდენმა ადამიანმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი მობილიზაციის შემდეგ
- "საქართველოში არა მხოლოდ ორი რეგიონია ოკუპირებული, არამედ ახალგაზრდა რუსი მამაკაცების დიდი შემოდინებაა, ვაფასებ ქართველების შეშფოთებას"
- „ეს ეხება ჩეჩნებს, დაღესტნელებს და ინგუშებს“: აბსურახმანოვი ლარსზე და ქართველ მესაზღვრეებზე საუბრობს


