Accentnews.ge
რუსულ ბაზარზე სამხედრო ეკიპირების მწვავე დეფიციტია: მობილიზებულებს დაავალდებულეს, ამუნიცია თავად იყიდონ

რუსულ ბაზარზე სამხედრო ეკიპირების მწვავე დეფიციტია: მობილიზებულებს დაავალდებულეს, ამუნიცია თავად იყიდონ

28/09/2022 11:43:53 კონფლიქტები

რუსეთის სპეციალიზებულ მაღაზიებში სამხედრო ფორმისა და ეკიპირების მწვავე დეფიციტი შეიქმნა. მაღაზიებს მიაწყდნენ ახლად მობილიზებული მოქალაქეები, რომელთაც კომისარიატებში "ურჩიეს", ფორმა და ეკიპირება თავად შეიძინონ, - იუწყება The Moscow Times.

მისივე ინფორმაციით, ფასები სპეციალიზებურ მაღაზიებში უკვე 50%-ითაა გაზრდილი და მიუხედავად ამისა, დილიდან დახურვამდე რიგები დგას.

"დათბილული ფორმა ჯერ კიდევ გვაქვს, მაგრამ რა იქნება საღამოსთვის - ვერ გეტყვით. ორი დღის წინ ჩემს პატარა მაღაზიაში 103 მყიდველი მყავდა, გუშინ - 197, დღეს დილიდან კი - თუ რიგით ვიმსჯელებთ, სამჯერ მეტი მეყოლება" - ამბობს მაღაზია «Военсбыт»-ის მენეჯერი და დასძენს, რომ დათბილული ფორმა მაღაზიაში 9750 რუბლი ღირს.

ცნობისთვის: უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე სამხედროები ამონიციის დეფიციტს უჩივიან და საუბარი არაა მხოლოდ დათბილულ კომპლექტებზე. ხოლო 21 სექტემბერს პრეზიდენტ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მობილიზებულ მოქალაქეებს კომისარიატებში "ურჩევენ", "თუ ნორმალური ეკიპირება უნდათ, თავად შეიძინონ". რუსეთში უკრაინაში გასაგზავნი მეომრებისთვის საჭირო ამუნიციის შესაძენად თანხებს მოხალისეებიც აგროვებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S