ბელარუსის საელჩოსთან აქცია გაიმართება

28-09-2022 18:53:06 საზოგადოება

მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი, საქართველოში ბელარუსის საელჩოსთან აქცია დაიგეგმა სახელწოდებით, "აფხაზეთი საქართველოა, ლუკაშენკო - ყ*ე!".

დემონსტრანტები დღეს, 28 სექტემბერს, 20:00 საათზე შეიკრიბებიან.

აქციის ორგანიზატორია პარტია გირჩი - მეტი თავისუფლება.

"ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში გასატარებელი ამბავი არ არის ბელორუსიის საელჩოსთან ვიკრიბებით დღეს 20:00 საათზე! მისამართი: კრწანისის ქუჩა N18", - ნათქვამია განცხადებაში.

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. მისი ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა. თავად ლუკაშენკოს თქმით, აფხაზეთში ჩასვლამდე მან დიდხანს იმსჯელა აფხაზურ პრობლემატიკაზე რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, რომელთან შესახვედრადაც 26 სექტემბერს სოჭში იყო ჩასული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები