საქართველოს საგარეო უწყება გმობს ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას

28-09-2022 19:08:43 კონფლიქტები ,პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის ალიაქსანდრე ლუკაშენკოს საქართველოს დასავლეთ ნაწილში – ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს “ვიზიტს” ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.

ბელარუსის მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს", - წერია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.

დღეს ბელარუსის საელჩოსან აქცია გაიმართება.

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. მისი ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა. თავად ლუკაშენკოს თქმით, აფხაზეთში ჩასვლამდე მან დიდხანს იმსჯელა აფხაზურ პრობლემატიკაზე რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, რომელთან შესახვედრადაც 26 სექტემბერს სოჭში იყო ჩასული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები