Accentnews.ge
„ლუკაშენკომ პრეცედენტი შექმნა და ამისთვის მაქსიმალურად ძვირი უნდა გადავახდევინოთ“

„ლუკაშენკომ პრეცედენტი შექმნა და ამისთვის მაქსიმალურად ძვირი უნდა გადავახდევინოთ“

28/09/2022 15:40:48 კონფლიქტები, პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი „მოქალაქეებიდან“ ალექსანდრე ელისაშვილი ეჭვობს, რომ დასავლეთ საქართველოში – ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო მის „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ აღიარებას აპირებს და საქართველოს ხელისუფლებამ მის ხელთ არსებული ყველა ეკონომიკურ–პოლიტიკურ–დიპლომატიური რესურსი უნდა გამოიყენოს, რომ საქმე აქამდე არ მივიდეს.

„სახელმწიფო უწყებები იმისთვის გვყავს, რომ ახლა უნდა ისხდნენ (საგარეო დაზვერვა, საგარეო საქმეთა სამინისტრო) და ზუსტად წონიდნენ, ჩვენს არსენალში რა ისეთი იარაღია – პოლიტიკურ, ეკონომიკური, დიპლომატიური, რითაც მწვავედ ვუპასუხებთ, ძალიან ძვირად დავუსვამთ ლუკაშენკოს ამ ვიზიტს! ეს ძალიან დიდი შეურაცხყოფაა საქართველოს სახელმწიფოსი! მსგავსი რამ არ მომხდარა. არ მახსენდება, რომელიმე ქვეყნის ლიდერი ჩასულიყოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მსგავსი მასშტაბის სილა გაწვნას ქართული სახელმწიფოსთვის! ლუკაშენკომ ეს პრეცედენტი შექმნა და ამის გამო მაქსიმალურად ძვირი ფასი უნდა გადავახდევინოთ ბელარუსს და პირადად ალექსანდრე ლუკაშენკოს: შეიძლება, იყოს ბელარუსის ელჩის გაწვევა; აქ ბელარუსული ბიზნესებია – მათი აკრძალვა...ნებისმიერი, რაც კი გვაქვს, უნდა მოვსინჯოთ. ახლა მომდევნო ნაბიჯი შეიძლება, იყოს ვითომ დამოუკიდებელი აფხაზეთის და ვითომ ცხინვალის აღიარება. არაფერს უნდა დაველოდოთ, ძალიან უნდა დაფაცურდეს საქართველოს ხელისუფლება, რომ აღიარებამდე არ მივიდეს საქმე. ვიცით, ლუკაშენკო ეშმაკი კაცია და აქამდე რომ არ აღიარა, როგორც ჩანს, ამით ვაჭრობდა რუსეთთან, როგორც ჩანს, ახლა სავაჭრო აღარ დარჩა და პირდაპირ პუტინის დირექტივას ასრულებს. მნიშვნელოვანია კონტექსტი: გუშინ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარდა „რეფერენდუმი“. ამ ფონზე ხდება ახლა ეს. მართალია, სასოწარკვეთილი და კუთხეში მიყენებული, მაგრამ საშიში რუსეთის ნაბიჯებია ეს ყველაფერი. აქ ძალიან მკაცრი პასუხია საჭირო. ამას არ უშველის რაც „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს, თავი ჩარგოს, ვითომ არაფერი ხდება“,– თქვა ელისაშვილმა.

მისი თქმით, მომავალ კვირაში პარლამენტში უნდა მივიდეს საგარეო საქმეთა მინისტრი და თუ იმ დროისთვის საქართველოს მთავრობას „ნაბიჯები გადადგმული არ ექნება, მძიმე დღე ელის დარჩიაშვილს პარლამენტში“.

ამასთან, მან ანტიდასავლურ რიტორიკაზე გაამახვილა ყურადღება:

„უნდა ვიცოდეთ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ არ აღიარა არავინ რამდენიმე ჩანჩურა სახელმწიფოს გარდა, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს დამსახურება კი არაა, შეერთებული შტატების და ევროპელი მოკავშირეების, რომელთაც მთავრობები მკაცრად გააფრთხილეს. სწორედ ეს მაშინებს ახლა, წინ არ დაგვხვდეს ეს გაუთავებელი ანტიდასავლური გამოხტომები“.

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. მისი ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა. თავად ლუკაშენკოს თქმით, აფხაზეთში ჩასვლამდე მან დიდხანს იმსჯელა აფხაზურ პრობლემატიკაზე რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, რომელთან შესახვედრადაც 26 სექტემბერს სოჭში იყო ჩასული.

საქართველოს საგარეო უწყებაში ბელარუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს და განმარტებები მოითხოვეს. მოგვიაებით გაავრცელეს განცხადება, რომელშიც დაგმეს ლუკაშენკოს ვიზიტი. ვიზიტი დაგმო საქართველოს პრეზიდენტმაც.

დღეს, 20:00 საათზე საელჩოსთან აქცია გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S