Accentnews.ge
„აფხაზეთი რომ ვაღიარო,  უნდა დავკარგო სუვერენიტეტიო“: დავითაია ლუკაშენკოსთან საუბარს იხსენებს

„აფხაზეთი რომ ვაღიარო,  უნდა დავკარგო სუვერენიტეტიო“: დავითაია ლუკაშენკოსთან საუბარს იხსენებს

28/09/2022 16:17:58 კონფლიქტები, პოლიტიკა

ეს ღია "მესიჯია", რომ ემზადება აღიარებისთვის,– ამგვარად აფასებს “ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია დასავლეთ საქართველოში – ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს.

„მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, შეხვედრილი ვარ არაერთხელ და ერთი ერთში მქონდა ძალიან დიდხანს, საუბარი აფხაზეთზე. მან დღეს „წითელი ხაზები“ გადაკვეთა. დესეთე–ს წევრი პრეზიდენტებიდან ერთადერთია, რომელიც ჩავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე...რა თქმა უნდა, ეს ღია "მესიჯია", რომ ემზადება აღიარებისთვის. მინდა, მას შევახსენო, როდესაც ვსაუბრობდით აფხაზეთზე, მან თქვა, რომ არასდროს აღიარებდა აფხაზეთის დამოუკიდებლობას, რადგან არ გადაუსვამდა ხაზს ქართველებისა და ბელარუსების ურთიერთობას. მან მაგალითიც მოიყვანა: გახსოვთ, როდესაც მედვედევი სთხოვდა აღიარებას, საპარლამენტო დელეგაცია ჩამოვიდა ბელარუსის, შევხვდი მათ, შემდეგ ეს დელეგაცია ჩავიდა აფხაზეთში და დადო დასკვნა, რომ არ შეიძლება აფხაზეთის აღიარება. პირად საუბარში მან თქვა, რომ „ამით მოვატყუე რუსეთი, ვაჩვენე, რომ ბელარუსი პარლამენტარები არ უჭერენ ამას მხარსო“. ჩვენ საუბარი შეგვაწყვეტინეს, უთხრეს, რომ მედვედევი იყო კავშირზე და მან ასეთი პასუხი გასცა, „რამდენჯერ ვთქვი, რომ „ქინდერ–სიურპრიზს“ არ დამაკავშიროთ?!“.

მისი თქმით, დიპლომატიის დრო დასრულდა და ახლა სწრაფი მოქმედებებია საჭირო, რადგან ის შიშობს, რომ ბელარუსის მხრიდან „აღიარებას“ შესაძლოა, სხვა ქვეყნებისგან მოჰყვეს იგივე ნაბიჯები:

„დღეს აქ ბევრი ბიზნესია, დაუწესონ სანქციები!. თუ ბელარუსმა აღიარა, ამას მოჰყვება სხვა რესპუბლიკებიც, რადგან პუტინის შანტაჟი გაძლიერდება. ამიტომ უნდა იყოს მკვეთრი რეაქცია.

ამასთან, ვთხოვოთ შეერთებულ შტატებს, მომზადდეს იმ კომპანიების სია, რომლებიც მუშაობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან ემზადებიან ამისთვის და დაწესდეს პერსონალური სანქციები“.

მისი თქმით, ამჟამად ე.წ. სახელმწიფოთაშორის კავშირის პირველ ეტაპს ვხედავთ, რომელშიც ბელარუსთან და რუსეთთან ერთად მოიაზრებენ საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს და მოლაპარაკებები მიდის სერბეთთანაც. დავითაია ფიქრობს, რომ საქართველომ მყისიერად უნდა დაიწყოს სერბეთთან ამ თემაზე საუბრები:

„ძალიან საშიში თამაშები დაიწყო. ეს არის პირველი მერცხალი იმისა, რასაც ჰქვია სახელმწიფოთაშორისი გაერთიანება – აფხაზეთის, ცხინვალის, ბელარუსის და რუსეთის, სადაც ლუკაშენკოს სთავაზობენ ვიცე–პრეზიდენტის პოსტს – ეს მან პირადად მითხრა, „მე რომ ვაღიარო აფხაზეთი უნდა დავკარგო ბელარუსის სუვერენიტეტიო“. მინდა, ვკითხო, კარგავს ბელარუსი სუვერენიტეტს? რა აირჩია მან? ვიცე–პრეზიდენტის პოსტი და ამაზე ყიდის ურთიერთობებს? ეს ისეთი „წითელი ხაზია“, მას არავინ აპატიებს და არც ჩვენ!“.

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. მისი ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა. თავად ლუკაშენკოს თქმით, აფხაზეთში ჩასვლამდე მან დიდხანს იმსჯელა აფხაზურ პრობლემატიკაზე რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, რომელთან შესახვედრადაც 26 სექტემბერს სოჭში იყო ჩასული.

საქართველოს საგარეო უწყებაში ბელარუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს და განმარტებები მოითხოვეს. მოგვიაებით გაავრცელეს განცხადება, რომელშიც დაგმეს ლუკაშენკოს ვიზიტი. ვიზიტი დაგმო საქართველოს პრეზიდენტმაც.

დღეს, 20:00 საათზე საელჩოსთან აქცია გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S