Accentnews.ge
გახარია: "ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან"

გახარია: "ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან"

28/09/2022 16:23:17 კონფლიქტები, პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლას მკაცრად გმობს.

გახარიას თქმით, აღნიშნულს მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

„მკაცრად ვგმობ პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა, რომელსაც მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ყველა მტკიცედ უნდა დავდგეთ ასეთი დარღვევების წინააღმდეგ!“,- წერს გიორგი გახარია „ტვიტერზე“.

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. მისი ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა. თავად ლუკაშენკოს თქმით, აფხაზეთში ჩასვლამდე მან დიდხანს იმსჯელა აფხაზურ პრობლემატიკაზე რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, რომელთან შესახვედრადაც 26 სექტემბერს სოჭში იყო ჩასული.

საქართველოს საგარეო უწყებაში ბელარუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს და განმარტებები მოითხოვეს. მოგვიაებით გაავრცელეს განცხადება, რომელშიც დაგმეს ლუკაშენკოს ვიზიტი. ვიზიტი დაგმო საქართველოს პრეზიდენტმაც.

დღეს, 20:00 საათზე საელჩოსთან აქცია გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S