Accentnews.ge
კალაძე - ლუკაშენკოზე: "ჩვენი მხრიდან რეაგირება მოჰყვება"

კალაძე - ლუკაშენკოზე: "ჩვენი მხრიდან რეაგირება მოჰყვება"

28/09/2022 16:26:38 კონფლიქტები, პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას „შემაშფოთებელს“ უწოდებს.

„აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი შემაშფოთებელი და უმძიმესი ფაქტია. გარდა იმისა, რომ ეს არამეგობრული და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია, მან დაარღვია ოკუპაციის კანონი, რასაც ჩვენი მხრიდან რეაგირება მოჰყვება. როგორც ვიცი, ელჩი უკვე დაბარებულია“,- ამ კომენტარით შემოიფარგლა კახა კალაძე.

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. მისი ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა. თავად ლუკაშენკოს თქმით, აფხაზეთში ჩასვლამდე მან დიდხანს იმსჯელა აფხაზურ პრობლემატიკაზე რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, რომელთან შესახვედრადაც 26 სექტემბერს სოჭში იყო ჩასული.

საქართველოს საგარეო უწყებაში ბელარუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს და განმარტებები მოითხოვეს. მოგვიაებით გაავრცელეს განცხადება, რომელშიც დაგმეს ლუკაშენკოს ვიზიტი. ვიზიტი დაგმო საქართველოს პრეზიდენტმაც.

დღეს, 20:00 საათზე საელჩოსთან აქცია გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S