Accentnews.ge
ხელაშვილი: "საქართველო ბელარუსის მხრიდან მსგავს ჟესტებს არასდროს შეეგუება"

ხელაშვილი: "საქართველო ბელარუსის მხრიდან მსგავს ჟესტებს არასდროს შეეგუება"

28/09/2022 16:50:19 კონფლიქტები, პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილი ამბობს, რომ საქართველო ბელარუსის მხრიდან "მსგავსი არამეგობრული ჟესტების გამოხატვას" არასდროს შეეგუება.

მისი თქმით, ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გამართლება არ აქვს.

"ეს არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას, ვგმობთ ამ ვიზიტს. ჩვენი ქვეყნისთვის სრულიად მიუღებელია, როდესაც სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი ჩადის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამას გამართლება არ აქვს, საქართველო არასდროს შეეგუება მსგავსი არამეგობრული ჟესტების გამოხატვას ბელარუსის მხრიდან", - თქვა ხელაშვილმა.

ლუკაშენკო 26 სექტემბერს მოულოდნელად ჩაფრინდა რუსეთში და სოჭში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში დაბრუნდა. ლუკაშენკა კი მოულოდნელად ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ლუკაშენკოს ვიზიტი სოხუმში და განმარტებისთვის დაიბარა ბელარუსის ელჩი საქართველოში ანატოლი ლისი. მოგვიანებით ლუკაშენკოს ვიზიტს მკაცრი შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

ლუკაშენკოს ნათქვამი აქვს, რომ არ გამორიცხავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას და რომ ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა დაინახავს ამ ნაბიჯის საჭიროებას და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეტყვის ამის შესახებ.

2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკომ თქვა, რომ დასავლეთი საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, მინსკს დამატებითი სანქციებით დაემუქრა, ხოლო მოსკოვმა ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S