Accentnews.ge
ბჟანია ლუკაშენკოსგან "აღიარებას" ელის

ბჟანია ლუკაშენკოსგან "აღიარებას" ელის

28/09/2022 17:04:24 კონფლიქტები

დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აფხაზეთში ბელარუსის ავტორიტარ ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ "აფხაზეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობა ახალ იმპულსს იძენს".

„თავად ფაქტი ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის აფხაზეთში ჩამოსვლისა მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ურთიერთობები ამ ეტაპზე ახალ ხასიათს იძენს, ახალი ბიძგი მიეცა. იმედი მაქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდეც. არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ ამ დიდი სახლის საძირკველში პირველი აგური უკვე ჩაიდო, ფაქტია. კმაყოფილი ვარ შეხვედრით“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ და დასძინა, რომ მან ლუკაშენკოსთან ძირითადად ეკონომიკური საკითხები განიხილა.

დე ფაქტო ლიდერმა გამოთქვა რწმენა, რომ „ამიეროდან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები დინამიკურად განვითარდება".

ლუკაშენკო 26 სექტემბერს მოულოდნელად ჩაფრინდა რუსეთში და სოჭში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში დაბრუნდა. ლუკაშენკა კი მოულოდნელად ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ლუკაშენკოს ვიზიტი სოხუმში და განმარტებისთვის დაიბარა ბელარუსის ელჩი საქართველოში ანატოლი ლისი. მოგვიანებით ლუკაშენკოს ვიზიტს მკაცრი შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

ლუკაშენკოს ნათქვამი აქვს, რომ არ გამორიცხავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას და რომ ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა დაინახავს ამ ნაბიჯის საჭიროებას და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეტყვის ამის შესახებ.

2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკომ თქვა, რომ დასავლეთი საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, მინსკს დამატებითი სანქციებით დაემუქრა, ხოლო მოსკოვმა ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S