Accentnews.ge
არძინბა: “ლუკაშენკოს ვიზიტზე საქართველოს რეაქცია არ გვაღელვებს”

არძინბა: “ლუკაშენკოს ვიზიტზე საქართველოს რეაქცია არ გვაღელვებს”

29/09/2022 09:31:11 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრი ინალ არძინბა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს რეგიონში ვიზიტთან დაკავშირებით ქართული მხარის განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "საქართველოს რეაქცია არ აღელვებს”.

“აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და გეოპოლიტიკური რეალობა. ჩვენ ბელარუსს ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებად განვიხილავთ. ისინი ჩვენი მეგობრები არიან. ამ ვიზიტთან დაკავშირებით მესამე ქვეყნების რეაქცია, მაგალითად, საქართველოსი, არ გვაღელვებს”, – განაცხადა არძინბამ.

28 სეტქემბერს ლუკაშენკოს არაოფიციალური ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში თბილისის თანხმობის გარეშე შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ „მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში“. საქართველოს პირველმა პირებმა ვიზიტს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევა“ უწოდეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ხოლო საელჩოსთან პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც პუტინისა და ლუკაშენკოს პორტრეტები დაწვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S