
ოკუპირებული ცხინვალის უნივერსიტეტში ევაკუაცია გამოცხადდა
29/09/2022 10:26:17 კონფლიქტები
ოკუპირებული ცხინვალის უნივერსიტეტში ევაკუაცია გამოცხადდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გარდა უნივერსიტეტისა, ოკუპირებული რეგიონის სამართალდამცველებმა დაიწყეს ევაკუაცია ცხინვალის ყველა სკოლაში.
"ხუთშაბათს 10:41 საათზე (მოსკოვის დროით) შემოვიდა შეტყობინება, რომ შესაძლოა, დანაღმული იყოს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა - ზარი "კაგებეში" ანონიმური წყაროსგან შევიდა. მიმდინარეობს უნივერსიტეტის შემოწმება. შენობიდან სტუდენტები და პერსონალი ევაკუირებულია. ამ წუთებში, მიმდინარეობს რეგიონში არსებული სკოლებიდან მოსწავლეთა და მასწავლებელთა ევაკუაცია. ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები. ცხინვალის სასწავლო დაწესებულებები შემოწმდება საეჭვო ნივთებზე" - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების ე.წ სამინისტროში.