„მხოლოდ აშშ-ის კომერციული კანონისა და განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საბაჟოს გასაუმჯობესებლად $700,000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა“

29-09-2022 17:07:33 საზოგადოება

მიმდინარე კვირაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები გადაამზადა საბაჟო პროცედურებსა და სასაზღვრო ტრანზაქციებში,– იუწყება საქართველოში აშშ–ის საელჩო.

დღემდე, მხოლოდ აშშ-ის კომერციული კანონისა და განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საბაჟოს გასაუმჯობესებლად $700,000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„საქართველოს აქვს პოტენციალი, იყოს ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო ჰაბი. მსგავსი სამუშაო შეხვედრებით ხელს ვუწყობთ ეფექტიანი და გამჭვირვალე საბაჟო პროცედურების დამკვიდრებას, რაც, თავის მხრივ ამ პოტენციალის რეალიზებისკენ გადადგმული ნაბიჯია“,– აღნიშნავს საელჩო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები