პოლონეთის საელჩო: "ლუკაშენკოს ვიზიტი სრულად უგულებელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას"

29-09-2022 18:00:14 კონფლიქტები ,პოლიტიკა

საქართველოში პოლონეთის საელჩოს განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში სრულად უგულებელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

"ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ქართული და საერთაშორისო სამართლის ამ უხეშ დარღვევას და მტკიცედ ვდგავართ საქართველოს გვერდით ამ პროვოკაციისას", - ნათქვამია განცხადებაში.

28 სეტქემბერს ლუკაშენკოს არაოფიციალური ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში თბილისის თანხმობის გარეშე შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ „მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში“. საქართველოს პირველმა პირებმა ვიზიტს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევა“ უწოდეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ხოლო საელჩოსთან პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც პუტინისა და ლუკაშენკოს პორტრეტები დაწვეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები