Accentnews.ge
დე ფაქტო უშიშროების სამსახური: "შენობების დანაღმვის შესახებ შეტყობინებები სავარაუდოდ, უკრაინიდან იგზავნება"

დე ფაქტო უშიშროების სამსახური: "შენობების დანაღმვის შესახებ შეტყობინებები სავარაუდოდ, უკრაინიდან იგზავნება"

29/09/2022 15:56:04 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ ქალაქის უნივერსიტეტში ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს, თუმცა სასწავლო დაწესებულებების შემოწმება კვლავ გრძელდება.

„29 სექტემბერს 10:22 და 10:24 საათზე (მოსკოვის დროით) სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სამხრეთ ოსეთის იუსტიციის სამინისტროში მიიღეს ანონიმური ინფორმაცია ქალაქ ცხინვალში საგანმანათლებლო დაწესებულებების დანაღმვის შესახებ. [...] სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული ოპერატიული სამძებრო სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ შენობების დანაღმვის შესახებ შეტყობინებები იგზავნება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გარედან, სავარაუდოდ, უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ინტერნეტრესურსიდან და იდენტურია გასული თვის განმავლობაში ვლადიკავკაზის საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაგზავნილი მსგავსი შინაარსის შეტყობინებებისა“, - აცხადებს დე ფაქტო უშიშროების სამსახური.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S