საქართველოს ორი რუსი პოლიციელი აფარებს თავს – «База»

30-09-2022 16:22:23 საზოგადოება

მობილიზაციის პერიოდში რუს პოლიციელებს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალათ,– ამის შესახებ ეკრძალებოდათ. ამის შესახებ ინტერნეტ–გამოცემა „47news“ და «База» იტყობინებიან.

„47news“ –ის ცნობით, პოლიციელებს ქვეყნის დატოვება რუსეთის შს მინისტრმა ვლადიმირ კოლოკოლცევმა საკუთარი ბრძანებით აუკრძალა. აკრძალვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ მათ გასანგზავრებლად ბილეთები შეძენილი აქვთ 21 სექტემბრამდე – რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების დღემდე.

«База» წერს, რომ აკრძალვის შესახებ დადგენილების გამოცემამდე ორი დღით ადრე რუსეთიდან გაქცევა ორმა პოლიციელმა შეძლო. მათ არ გაუფრთხილებიათ ხელმძღვანელობა, არ მიუღიათ ნებართვა და ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების დღეს შეძლეს საქართველოში გადასვლა.

„ჩრდილოეთ ოსეთიდან შსს-ს ორმა კაპიტანმა - სპარტაკმა და სოსლანმა იგრძნეს, რომ რაღაც არასწორი ხდებოდა. მამაკაცებმა მობილიზაციის გამოცხადებამდე დიდი ხნით ადრე ისვენებდნენ. მათ მობილიზაციის გამოცხადებამდე დიდი ხნით ადრე აიღეს ხანგრძლივი შვებულება. 21 სექტემბერს კი პრეზიდენტის მიმართვის მოსმენის შემდეგ გადაწყვიტეს, სასწრაფოდ ემოქმედათ“, - წერს „База“.

გამოცემა ირწმუნება, რომ სპარტაკმა და სოსლანმა სამუშაო ადგილი არ დაასახელეს, ამიტომ მესაზღვრეებს კითხვები არ გასჩენიათ.

„База“–ს ცნობით, მამაკაცები ქვეყანაში დაბრუნებას არ გეგმავენ. მათ აშშ–ში სურთ გადასვლა.

გამოცემა ასევე წერს, რომ შსს-ს ერთ-ერთ თანამშრომელს რუსეთიდან გასვლაზე უარი ეთქვა მიუხედავად იმისა, რომ მან ბილეთები მობილიზაციის გამოცხადებამდე შეიძინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები