აშშ რუსეთს უკრაინის რეგიონების ანექსიისთვის ახალ სანქციებს უწესებს

30-09-2022 19:06:41

შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა მას შემდეგ, რაც კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიის შესახებ.

მედიის ინფორმაციით, სანქციების ახალ პაკეტში 1000-ზე მეტი ფიზიკური პირი და ორგანიზაციაა შესული, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან არიან დაკავშირებული.

"ჩვენ გვერდზე ვერ გავდგებით, როცა პუტინი თაღლითურად ცდილობს უკრაინის ნაწილის ანექსიას. ფინანსთა სამინისტრო და და აშშ-ის მთავრობა დღეს იღებენ ყოვლისმომცველ ზომებს, რათა კიდევ უფრო შეასუსტონ რუსეთის ისედაც დეგრადირებული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და შეარყიონ მისი უნარი, აწარმოოს უკანონო ომი“, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. „ხელმძღვანელებმა“ დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, ასევე ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის მოსკოვის მიერ დანიშნულმა „ხელმძღვანელებმა“ ევგენი ბალიცკიმ და ვლადიმირ სალდომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები