"თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის აღარ იარსებებს როგორც სუვერენული სახელმწიფო"

30-09-2022 20:57:10 მსოფლიო

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა რუსეთის მიერ უკრაინის 4 რეგიონის ანექსიას და განაცხადა, რომ კრემლის ეს ნაბიჯი „კონფლიქტის ხასიათს არ ცვლის“, მაგრამ თქვა ისიც, რომ "ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ესკალაციაა".

მისი თქმით, ახლა მთავარი ფოკუსი უკრაინისთვის სწრაფი დახმარების მიწოდებაა.

„ეს ჩვენს დახმარებას არ ცვლის. ნატო კონფლიქტის მხარე არაა, თუმცა მხარდაჭერას ვახორციელებთ. პუტინმა მობილიზაცია მოახდინა, არის ატომური შანტაჟი, ანექსია – ყველაზე სერიოზული ესკალაცია ომის დაწყებიდან. თუ რუსეთი შეწყვეტს ომს, მშვიდობა იქნება, თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის აღარ იარსებებს როგორც სუვერენული სახელმწიფო!. [...]

გვყავს აგრესორი - რუსეთი და უკრაინა - მსხვერპლი. ომის ხასიათი არ შეცვლილა, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ესკალაციაა 24 თებერვლიდან. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას. უკრაინის და ჩვენს ინტერესებშია, რომ პუტინმა მიზანს არ მიაღწიოს, ვინაიდან ავტორიტარული ძალები ირწმუნებენ, რომ ასე შეუძლიათ საკუთარი მიზნების მიღწევა",– განაცხადა გენმდივანმა და დასძინა, "უკრაინას აქვს უფლება, დაიბრუნოს საკუთარი ტერიტორია, რომელიც ოკუპირებულია. უკანონო ანექსია არაფერს ცვლის, ამ კონფლიქტის ხასიათს არ ცვლის".

მისი თქმით, "ნატო ყურადღებითაა, ვაკვირდებით, რუსეთი რას აკეთებს. პუტინს უნდა ესმოდეს, რომ ატომური ომის მოგება შეუძლებელია და ნათლად გავაგებინეთ ეს”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები