"გაზპრომმა" იტალიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა

01-10-2022 20:22:04 მსოფლიო

"გაზპრომმა" ავსტრიის გავლით იტალიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა, - ამის შესახებ განცხადება რუსულმა ენერგოგიგანტმა თავად გაავრცელა.

მიზეზად კი ის დაასახელა, რომ 1 ოქტომბრიდან ვერ შეძლებს იტალიისთვის გაზის მიწოდებას, რადგან ავსტრიის გავლით მისი ტრანსპორტირება ვერ ხერხდება.

„გაზპრომის“ განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ავსტრიის კანონმდებლობაში შეტანილმა ცვლილებებმა გამოიწვია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები