Accentnews.ge
აშშ-ის გენერალი პეტრეუსი რუსეთს აფრთხილებს

აშშ-ის გენერალი პეტრეუსი რუსეთს აფრთხილებს

03/10/2022 06:22:49 მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი, შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალი ერაყსა და ავღანეთში დევიდ პეტრეუსი რუსეთს ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შედეგების თაობაზე აფრთხილებს.

"აშშ და მისი მოკავშირეები გაანადგურებენ რუსულ ჯარებსა და აღჭურვილობას უკრაინაში, მათ შორის ყირიმშიც და ჩაძირავენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტილიის ყველა გემს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს", – განაცხადა გადამდგარმა გენერალმა პეტრეუსმა ABC News–ის ეთერში.

დასავლეთმა რუსეთი არაერთხელ გააფრთხილა უკრაინაში ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შედეგებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S