Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო გაწვევა დაიწყო

ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო გაწვევა დაიწყო

03/10/2022 10:35:19 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სამხედრო სამსახურში გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა.

"აფსნიპრესის" ცნობით, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის იმ პირებს გაიწვევენ, რომლებიც სარეზერვო აღრიცხვაზე არ იმყოფებიან.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტს, სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციასა და დე ფაქტო რაიონულ გამგეობებს დაევალათ, უზრუნველყონ სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

იხილეთ ასევე: აფხაზეთში მზად არიან, ომში მონაწილეობისთვის იძულების შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეობა დათმონ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S