Accentnews.ge
უკრაინაში ქვეყნის НАТО–ში გაწევრიანების რეკორდული მხარდაჭერა აქვს – გამოკითხვა

უკრაინაში ქვეყნის НАТО–ში გაწევრიანების რეკორდული მხარდაჭერა აქვს – გამოკითხვა

03/10/2022 11:23:47 ევროპა

უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის ნატო–სა და ევროკავშირში გაწევრიანებას, – ამგვარია „რეიტინგის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, რომელიც 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

კვლევის მიხედვით, რეფერენდუმის შემთხვევაში, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 86% დაუჭერდა მხარს (წინააღმდეგი - 3%, არ დაუჭერს ხმას - 7%).

ევროკავშირში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა ყველა რეგიონსა და ასაკობრივ ჯგუფში თანაბრად მაღალია,– ამბობენ სოციოლოგები.

„ნატო–ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა ყველაზე მაღალია კვლევების წარმოების ისტორიაში: რეფერენდუმზე ამ ინიციატივას მხარს დაუჭერდა 83%, წინააღმდეგი იქნებოდა 4%, ხოლო 9% ხმას არ მისცემდა. 2022 წლის ივნისში 76%-მა მხარი დაუჭირა ალიანსში გაწევრიანებას. ევროკავშირში გაწევრიანებისგან განსხვავებით, ნატო–ში გაწევრიანება გარკვეულწილად უფრო ფრთხილად აღიქმება ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში მაცხოვრებლების მიერ (69% გაწევრიანების მომხრეა, 9% წინააღმდეგი, 17% არ მივა კენჭისყრაზე). ამის მიუხედავად, წინა კვლევასთან შედარებით, ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერის დინამიკა ამ რეგიონის მცხოვრებთა შორის ძალიან პოზიტიურია (ივნისში - 55%, წინააღმდეგ - 20%, არ მივიდოდა კენჭისყრაზე - 22%)“,– ნათქვამია მოხსენებაში.

გამოკითხვა ჩატარდა 1-2 ოქტომბერს უკრაინის 18 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაში ყველა რეგიონში, გარდა ყირიმისა და დონბასის ოკუპირებული ტერიტორიებისა, ასევე იმ ტერიტორიებისა, სადაც კვლევის დროს არ იყო უკრაინული მობილური კავშირი.

30 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი ნატოში დაჩქარებული პროცედურებით გაწევრიანების თაობაზე განაცხადს წარადგენს. ნატო–ში საპასუხოდ აღნიშნეს, რომ ღია კარის პოლიტიკა ნარჩუნდება, ხოლო ახალი წევრის მისაღებად საჭიროა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30-ვე წევრის თანხმობა.

იხილეთ ასევე: NATO-ს წევრი 9 ქვეყნა მხარს უჭერს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S