Accentnews.ge
ბჟანია უკრაინაში მებრძოლ აფხაზებს შეხვდა

ბჟანია უკრაინაში მებრძოლ აფხაზებს შეხვდა

04/10/2022 14:32:53 კონფლიქტები

აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლ აფხაზებს შეხვდა. ინფორმაცია და შეხვედრის ფოტოები აფხაზურმა Апсныпресс-მა გაავრცელა.

შეხვედრა სოხუმში გაიმართა, სადაც უკრაინაში მებრძოლი აფხაზების სახელით ბატალიონ „პიატნაშკას“ ერთ-ერთმა მეთაურმა ახრა ავიძბას ნათესავმა, ალიას ავიძბამ ისაუბრა.

ავიძბას განცხადებით, ბჟანიას დამსახურებაა, რომ აფხაზები რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ. ბჟანიას თქმით კი მადლობას იმსახურებს აფხაზების ბრძოლა უკრაინაში.

როგორც ცნობილია, აფხაზი მებრძოლების ნაწილი ოკუპირებულ რეგიონში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

ასლან ბჟანიასა და ბატალიონ „პიატნაშკას“ ლიდერს ახრა ავიძბას დაძაბული ურთიერთობა აქვთ. ავიძბა წარსულში სოხუმში დააპატიმრეს კიდეც, თუმცა შემდეგ მან საპყრობილე, მოგვიანებით კი აფხაზეთი დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S