Accentnews.ge
კიევი რუსეთის ბირთვულ შანტაჟს პასუხობს

კიევი რუსეთის ბირთვულ შანტაჟს პასუხობს

04/10/2022 17:07:09 ევროპა

რუსეთის მზადყოფნის სანახაობრივი დემონსტრირება უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული დარტყმის განსახორციელებლად არის ინფორმაციული ტერორის შემდეგი ეტაპი, რათა კიევი მოლაპარაკებაზე დაიყოლიოს,– აცხადებენ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრში.

„უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისშიც კი, რუსეთის ფედერაციამ ატომური ძალები საგანგებო მდგომარეობაში მოიყვანა. რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული დარტყმის განხორციელების მზადყოფნის სანახაობრივი დემონსტრირება არის რუსეთის ფედერაციის მიერ დადგმული ინფორმაციული ტერორის კიდევ ერთი ეტაპი, რათა უკრაინა კრემლის პირობებით მოლაპარაკებაზე დაიყოლიოს,– ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბოლო დღეებში უცხოური მედია ავრცელებს ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით, რომ კრემლს შესაძლოა, სურდეს ბირთვული იარაღის გამოყენება.

„იმავდროულად, Twitter-ზე სხვადასხვა მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია, თუ რა გავლენას მოახდენს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის მიზანმიმართული გამოყენება ფრონტის ხაზზე“, - აღნიშნავს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი.

ცენტრი გამოდის გაფრთხილებით, რომ რუსეთი გაზრდის ბირთვულ შანტაჟის დონეს, ამიტომ, დიდია აგრესორი სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა პროვოკაციების ალბათობა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და სხვა რუსმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ მიანიშნეს რუსეთის ბირთვულ არსენალზე.

იხილეტთ ასევე: „უპასუხისმგებლო ადამიანები!“: რუსეთის გმირის წოდების მქონე მფრინავმა ФСБ–სგან ბირთვული შანტაჟისთვის რუსი ოფიციალური პირების დასჯა მოითხოვა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S