Accentnews.ge
ალა პუგაჩოვა: "იყვნენ ყმები, გახდნენ მონები"

ალა პუგაჩოვა: "იყვნენ ყმები, გახდნენ მონები"

04/10/2022 19:18:22 მსოფლიო

რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ, რომელმაც მანამდე ომის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა და ზოგიერთი ცნობით, რუსეთი დატოვა, საკუთარ „ინსტაგრამზე“ „პოსტი“ გამოაქვეყნა, რომელმაც კვლავ გამოიწვია საზოგადოებაში რეზონანსი.

"რა ბედნიერებაა, რომ ვძულვარ იმ ხალხს, რომელთა ატანაც არასდროს შემეძლო. მათ რომ მოვწონებოდი, გამოვიდოდა, რომ ამაოდ მიმღერია და მიცხოვრია. მიზეზი ცხადია. დაე კბილები აღრაჭუნონ. იყვნენ ყმები, გახდნენ მონები“, - წერს პუგაჩოვა.

მომღერალს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვის ჰყავს მხედველობაში, მაგრამ საუბარია, ალბათ, პუგაჩოვას იმ გამომწერებზე, რომლებმაც ის გააკრიტიკეს ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო.

სექტემბრის შუა რიცხვებში პუგაჩოვამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა „პოზტი“ და მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, შეეყვანათ იგი „უცხო ქვეყნის აგენტების“ სიაში. მომღერალმა ამ პოსტში პირველად ისაუბრა ღიად უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე, მხარი დაუჭირა მეუღლის – მაქსიმ გალკინის პოზიციას, რომელიც ეწინააღმდეგება ომს და უკვე აღიარებულია კიდეც "აგენტად".

„მე სოლიდარული ვარ ჩემი მეუღლის, პატიოსან, წესიერ და გულწრფელი კაცისადმი, რუსეთის ნამდვილ და უხრწნელ პატრიოტის, რომელიც სამშობლოს უსურვებს კეთილდღეობას, მშვიდობიან ცხოვრებას, სიტყვის თავისუფლებას და ჩვენი შვილების სიკვდილი შეწყვეტას ილუზორული მიზნებისთვის რაც ჩვენს ქვეყანას განდევნილად აქცევს და ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრებას ართულებს“, - განაცხადა პუგაჩოვამ. მას არაერთმა გამომწერმა დაუჭირა მხარი, მეორე ნაწილმა მომღერალი მკვეთრად გააკრიტიკა.

რამდენიმე დღის წინ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ალა პუგაჩოვა შვილებთან ერთად გაფრინდნენ ისრაელში, სადაც ამჟამად მისი ქმარი იმყოფება და აღარ აპირებს რუსეთში დაბრუნებას. გარდა ამისა, წყვილმა, სავარაუდოდ, გასაყიდად გაიტანა მათი უძრავი ქონება რუსეთში. ინფორმაცია დადასტურებული არაა. ამ საკითხზე წყვილს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S