Accentnews.ge
თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, დასავლეთმა სამხედრო გზით უნდა უპასუხოს – ჩეხეთის პრეზიდენტი

თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, დასავლეთმა სამხედრო გზით უნდა უპასუხოს – ჩეხეთის პრეზიდენტი

05/10/2022 13:14:54 ევროპა

ევროპული სახელმწიფოები და სხვა ქვეყნები უნდა გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, იქნება არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ სამხედრო რეაქციაც,– განაცხადა, უკრაინული მედიის ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა.

ზემანის თქმით, რუსული მუქარა ნიშნავს, რომ არსებობს ბირთვული კონფლიქტის სერიოზულ რისკი და ფიქრობს, რომ ასეთ ვითარებაში სამხედრო პასუხით რეაგირება არა მხოლოდ ევროპულმა სახელმწიფოებმა უნდა ირეაგირონ.

„ამგვარ პასუხამდე ისინი უნდა გამოვიდნენ აბსოლუტურად მკაფიო გაფრთხილებით, რომ თუ რუსეთის ფედერაცია გამოიყენებს ატომურ იარაღს უკრაინის ტერიტორიაზე, მაშინ რეაქცია იქნება არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ სამხედრო, ყველა იმ შედეგებით, რაც მას შეიძლება მოჰყვეს“, - განაცხადა ზემანმა.

  • მანამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის პოტენციურ გამოყენებას შემაშფოთებელი სცენარი უწოდა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამან არ უნდა შეარყიოს ევროპის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
  • ნატო–ს ჯერ არ დაუნახავს ნიშნები რუსეთის შესაძლო მომზადების თაობაზე ბირთვული გამოცდისთვის, მაგრამ აგრძელებს სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს.
  • დასავლეთმა რუსეთი არაერთხელ გააფრთხილა უკრაინაში ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შედეგებზე.

იხილეთ ასევე: აშშ-ის გენერალი პეტრეუსი რუსეთს აფრთხილებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S