
ბრიტანული დაზვერვა: "უკრაინამ ხერსონის რეგიონში ფრონტის ხაზი 20 კმ-ით წაწია წინ"
06/10/2022 07:25:58 მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, უკრაინამ ხერსონის რეგიონში ფრონტის ხაზი 20 კმ-ით წაწია წინ.
"უკრაინულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციების ახალი ეტაპი ხერსონის ოლქში 2 ოქტომბერს დაიწყეს. როგორც წესი, რუსული ჯარები უკან იხევდნენ, და სავარაუდოდ, სარდლობა განიხილავს მზარდ საფრთხეს ხერსონის რეგიონში ნოვა კახოვკას მიმართ, როგორც ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, რადგან დნეპრზე დაზიანებული გადასასვლელი ამ მხარეში რჩება ერთ-ერთ იმ მცირე მარშრუტთაგან, რომლებიც მათთვის ხელმისაწვდომია ძალების შესავსებად", – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური.
უწყების თქმით, რუსეთი დილემის წინაშეა, გაამაგროს ძალები, თუ გაიყვანოს ხერსონიდან.