Accentnews.ge
ჩრდილოეთ კავკასიელი უფლებადამცველი საქართველოში არ შემოუშვეს, ის საზღვარზე შიმშილობს – მედია

ჩრდილოეთ კავკასიელი უფლებადამცველი საქართველოში არ შემოუშვეს, ის საზღვარზე შიმშილობს – მედია

06/10/2022 14:59:28 კავკასია

რუსეთის ადამიანის უფლებათა სამოქალაქო კომიტეტის და ჩრდილოეთ კავკასიაში ადამიანის უფლებათა კომისიის უფროსმა ინსპექტორმა რუსლან კამბიევმა რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ვერ შეძლო.

„კავკაზ.რეალიის“ ცნობით, რუსლან კამბიევი ფორუმზე გეგმავდა დასწრებას, რომელიც 7-9 ოქტომბერს ქობულეთში გაიმართება.

კამბიევის თქმით, მან ზემო ლარსზე, საგუშაგოზე მყოფ ქართველ მესაზღვრეებს აჩვენა ღონისძიების ორგანიზატორების დასტური, რომელიც ამართლებდა მისი ვიზიტის სამუშაო ხასიათს, თუმცა შესვლაზე მაინც უარი ეთქვა. ახლა უფლებადამცველი „ნეიტრალურ ზონაში“ იმყოფება.

კამბიევმაც ახსენა #222 ოთახი, რომელზეც მუდმივად საუბრობენ ჩრდილოეთ კავკასიელები:

„საგუშაგოზე მყოფი ჩრდილოეთ კავკასიის ყველა მკვიდრი იგზავნება #222 ოთახში, სადაც ფოტოებს ღებენ მათ სახეებს, დოკუმენტებს და ტელეფონებს. შემდეგ კითხავენ და ქართულ და ინგლისურ ენებზე ქვეყანაში შემოსვლის უფლებაზე ოფიციალურ უარს ეუბნებიან. მშიერი, გაყინული ადამიანები, ხშირად, მცირეწლოვანი ბავშვებით და ავადმყოფი მოხუცებული მშობლებით, დღეების განმავლობაში დგანან რუსეთსა და საქართველოს შორის არსებულ ნეიტრალურ ტერიტორიაზე“, - განაცხადა უფლებადამცველმა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, კამბიევი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის გამო არ შემოუშვეს. ტელეგრამის არხი Tbilisi–life ასევე წერს, რომ კამბიევმა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ნეიტრალურ ზონაში შიმშილობა დაიწყო.

28 სექტემბერს თბილისში ჩრდილო კავკასიის მაცხოვრებლების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა, რომლებსაც საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვათ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, იმ დროს ნეიტრალურ ზონაში 600-ზე მეტი კავკასიელი იმყოფებოდა.

იხილეთ ასევე: ოთახი #222 ლარსზე, ლატარიაზე შეგდებული ბედი და ჩრდილოეთ კავკასიელები ქართველების განაჩენის მოლოდინში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S