
ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ საბორნე კავშირის ორგანიზებას ცდილობენ
08/10/2022 11:49:54 ევროპა
ანექსირებული ყირიმის "ხელისუფლება" ბორნებით კავშირის ორგანიზებას ცდილობს ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ.
ჯერ იტყობინებოდნენ, რომ ბორნების მიმოსვლა უკვე დაწყებულია, თუმცა მოგვიანებით რუსულმა პროპაგანდისტულმა რესურსებმა ადგილობრივ "ხელისუფლებაზე" დაყრდნობით, განაცხადეს, რომ კავშირის დამყარება ვერ მოხერხდა არახელსაყრელი ამინდის გამო.
ყირიმის ადმინისტრაციის "ხელმძღვანელის" ვლადიმირ აქსიონოვის თქმით, ქერჩის საბორნე კავშირი, რომელიც კრასნოდარის მხარეს ყირიმთან დააკავშირებს, შაბათს, დღის განმავლობაში დაიწყება და პრიორიტეტი იქნება მგზავრების გადაყვანა. მომზადებულია ორი ბორანი, ვარაუდობენ მესამის გამოყოფას.
8 ოქტომბერს დილით ქერჩის სრუტეზე გამავალ ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა. ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში განაცხადეს, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქდა სატვირთო ავტომობილი. აფეთქების შედეგად ხანძარი მოედო საწვავით დატვირთული ცისტერნების მატარებელს. ხიდი ნაწილობრივ დაინგრა.
***
ხიდზე აფეთქება პუტინის 70 წლის იუბილის მომდევნო დღეს მოხდა.
საკვანძო ხიდირუსეთიდან ყირიმამდე გადაჭიმული ქერჩის ხიდი კრემლის ოკუპაციის სიმბოლო და ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი პრესტიჟული პროექტია.
აფეთქება, რომელიც თვითმხილველების თქმით, რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ისმოდა, მოხდა შაბათს, დილის 6 საათამდე.
დაახლოებით 19 კმ-იანი ხიდი, რომელიც აშენდა ვლადიმერ პუტინის ბრძანებით და გაიხსნა 2018 წელს, იყო მთავარი სატრანსპორტი დამაკავშირებელი უკრაინაში რუსი ჯარისკაცებისთვის სამხედრო აღჭურვილობის მისაწოდებლად, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთით, ასევე, იქ ჯარების შესაყვანად.
სარკინიგზო ხაზის დაზიანება რუსეთის ძალებს უკრაინის სამხრეთში ტოვებს ერთი სარკინიგზო მომარაგების ხაზით - კრასნოდარსა და მელიტოპოლს შორის - რომელიც ახლა უკრაინის თავდასხმის დიაპაზონშია.
რუსეთი თვეების განმავლობაში თვლიდა, რომ ყირიმზე დარტყმა - ქერჩის ხიდის ჩათვლით - უკრაინელების შესაძლებლობებს აღემატებოდა. მოსკოვი ამტკიცებდა, რომ ხიდი უსაფრთხოდ იყო, მიუხედავად უკრაინაში 9-თვიანი ომისა და ამასთანავე, კიევს ხიდზე თავდასხმის შემთხვევაში რეპრესიებით ემუქრებოდა