Accentnews.ge
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში სამხედრო გაწვევა იწყება

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში სამხედრო გაწვევა იწყება

11/10/2022 16:19:41 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში სამხედრო გაწვევა იწყება. დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევის განკარგულების შესაბამისად, საშემოდგომო გამოწვევა 17 ოქტომბერს დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება.

„საწყისი სამხედრო წვრთნისა და წვევამდელების სამხედრო ფიცზე მომზადებისთვის შეიქმნა ახალი გაწვევის ადმინისტრაცია, რომელშიც შედიან ოფიცრები და სერჟანტები, რომლებსაც აქვთ პირად შემადგენლობასთან მუშაობის გამოცდილება და ასევე შეუძლიათ წვრთნების ჩატარება მაღალ დონეზე“, - ნათქვამია დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახურის განცხადებაში.

დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების შედეგად ე.წ. ოსური არმია ორიოდე ბატალიონს ითვლის, ცხინვალელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს ძირითადად რუსეთის 58-ე არმიის მე-4 სამხედრო, საოკუპაციო ბაზაზე გადის. ამ ბაზიდან ჯარისკაცები უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს.

16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S