Accentnews.ge
ცხინვალი გასული ცხრა თვის განმავლობაში საქართველოს 37 მოქალაქის დაკავების შესახებ იუწყება

ცხინვალი გასული ცხრა თვის განმავლობაში საქართველოს 37 მოქალაქის დაკავების შესახებ იუწყება

12/10/2022 18:29:05 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ე.წ. საზღვრის დამრღვევების 9 თვის სტატისტიკას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში ე.წ. სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე 334 კანონდამრღვევი იყო დაკავებული, მათგან 200 "სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დამრღვევია", 134 - "სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევი".

„სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა სამართლებრივი რეჟიმის დარღვევის თითოეულ ფაქტზე გამოძიება ჩაატარა. სახელმწიფო საზღვარზე არსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი რეჟიმების დამრღვევებთან მიმართებაში განხორციელდა ადმინისტრაციული ღონისძიებები, რა დროსაც 234 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, 3 პირი, ჯარიმის გადახდის შემდეგ გააძევეს რესპუბლიკიდან. 34 ადამიანი გააძევეს ჯარიმის გადახდის გარეშე. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 11 პირის მიმართ, 52 პირი გაფრთხილებულია“, - აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში.

როგორც ირკვევა, 34 მოქალაქე ჯარიმის გარეშე, ხოლო 3 ჯარიმის გადახდის შემდეგ გადმოსცეს ქართულ მხარეს. გარდა ამისა, ცხინვალის ციხეში საქართველოს სამი მოქალაქე რჩება, მათგან ერთი მამუკა ჩხიკვაძე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა.

დე ფაქტო უწყება ოკუპირებული ახალგორის და პრევის მოსახლეობასაც აფრთხილებს, რომ ვადაგასული საშვები მალე გამოცვალონ. ისინი ყოველი თვის 20-იდან 30 რიცხვის ჩათვლით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სპეციალური საშვებით გადაადგილდებიან, რომლებიც ამჟამად ვადაგასულია და მოქალაქეებმა მათი გამოცვლა 30 ნოემბრამდე უნდა მოასწრონ.

„2022 წლის 30 ნოემბრიდან „რაზდახანის“ და „პერევის“ გამშვებ პუნქტებზე ვადაგასული დოკუმენტების მქონე მოქალაქეების გავლა აიკრძალება“, - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S