
ასლან ბჟანიამ ოკუპირებულ აფხაზეთში სამობილიზაციო მზადყოფნის გაძლიერების ბრძანება გასცა
13/10/2022 12:09:50 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რეგიონში სამობილიზაციო მზადყოფნის გაძლიერების ბრძანება გასცა.
"აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გასცა ბრძანება, რომ ძირითადი ძალისხმევა სამობილიზაციო მზადყოფნის სათანადო დონეზე შენარჩუნებასა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფაზე იყოს მიმართული“, - აცხადებენ ბჟანიას ე.წ. პრეს–სამსახურში.
მისი ცნობით, "შეხვედრაზე განიხილეს სამხედრო-პოლიტიკური ვითარება და მოისმინეს მოხსენებები სამობილიზაციო მომზადების გაუმჯობესების პრაქტიკულ ღონისძიებებთან დაკავშირებით".