Accentnews.ge
ხერსონის რუსულმა „ადმინისტრაციამ“ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა

ხერსონის რუსულმა „ადმინისტრაციამ“ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა

14/10/2022 11:09:05 ევროპა

ხერსონის ოლქის ე.წ. ადმინისტრაციამ რეგიონის მოსახლეობას რუსეთში ევაკუაციისკენ მოუწოდა.

საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ სტრემუსოვმა მოსახლეობას მიმართა, რომ „მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად“, „ჰუმანიტარული მისიით – დასასვენებლად და გამოსაჯანმრთელებლად“ გადავიდნენ რუსეთის ფედერაციაში.

მან თავისი სასწრაფო რეკომენდაცია ევაკუაციის შესახებ ჰეშთეგით „#სტალინი“ გამოაქვეყნა.

13 ოქტომბერს, ანექსირებული ხერსონის ოლქის რუსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ სალდომ სთხოვა რუსეთის ხელმძღვანელობას, დაეხმარონ მოსახლეობის ევაკუაციაში, რადგან რეგიონის ქალაქები "ყოველდღიურად ექვემდებარება სარაკეტო თავდასხმებს".

სალდოს თხოვნასთან დაკავშირებით სტრემუსოვმა განაცხადა, რომ ევაკუაციაზე საუბარი არ ყოფილა. „ეს არ არის ევაკუაცია, ეს არის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია გვაძლევს“, - თქვა მან.

უკრაინამ სექტემბერში წამოიწყო კონტრშეტევა ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში. ამის შემდეგ, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ნაჩქარევად ჩატარდა „რეფერენდუმი“ უკრაინის ამ ტერიტორიების რუსეთში შესვლის შესახებ. ე.წ. შედეგები ამ დრომდე არავის უღიარებია გარდა ჩრდილოეთ კორეისა. „რეფერენდუმებიდან“ რამდენიმე დღეში ვლადიმირ პუტინმა აღნიშნული რეგიონები რუსეთის ნაწილებად გამოაცხადა, თუმცა რა საზღვრებში, ამ დრომდე უცნობია, რადგან ხსენებული რეგიონების სრულად ოკუპაცია რუსეთმა ვერ შეძლო. საპასუხოდ უკრაინაში განაცხადეს, რომ კონტრეტევაზე ფსევდო რეფერენდუმი გავლენას ვერ მოახდენს და შეტევა გრძელდება კიდეც: ანექსიის შემდეგ უკრაინამ ხერსონის მიმართულებაზე ათეულობით დასახლება გაათავისუფლა. ცივილიზებული სამყარო თანხმდება, რომ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იმდენ ხანს, რამდენიც ეს საჭირო იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S