Accentnews.ge
„მჯერა უკრაინის გამარჯვების“: რისთვის ასამართლებენ 30 წლის ქალს

„მჯერა უკრაინის გამარჯვების“: რისთვის ასამართლებენ 30 წლის ქალს

14/10/2022 19:03:12 მსოფლიო

პრორუსმა ბლოგერმა ყირიმში ალექსანდრე ტალიფოვმა თავის ტელეგრ–არხზე გამოაქვეყნა ინფორმაცია რუსეთის ФСБ–ს მიერ დაკავებული ქერჩის 30 წლის მკვიდრის შესახებ, რომელსაც 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება იმისთვის, რომ „რუს სამხედროებს სიკვდილი უსურვა“.

ტალიპოვმა გამოაქვეყნა ქერჩელი ქალის საჯარო ბოდიშის ამსახველი ვიდეო, რომელიც თავს ოლგა საენკოდ წარადგენს.

ქალი ამბობს, რომ „სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ცუდ კომენტარებს წერდა ტელეგრამში სამხედრო ოპერაციის, რუსეთის პრეზიდენტისა და რუსეთის მკვიდრების შესახებ“.

პრორუსმა ბლოგერმა ასევე გამოაქვეყნა Telegram-ის დახურულ ჯგუფური ჩატებიდან „სქრინშოტები“,სადაც ქალი რუსეთის ФСБ–ს ცნობით, ემუქრებოდა რუს სამხედროებს. მასალაში ჩანს, რომ მომხმარებელმა «Черный риэлтор» (პრორუსი ბლოგერის მტკიცებით, ის საენკოა) დაწერა შემდეგი კომენტარი: "დიდება გმირებს!", "რუსეთის არმიას ქურდობა ასწავლეს და არა ბრძოლა", „ნუ გაამართლებ მსოფლიოს არარაობა არმიას“, „მე მჯერა უკრაინის გამარჯვების“.

ტალიპოვი აცხადებს, რომ მან პირადად აცნობა საენკოს შესახებ "სადაც საჭიროა".

„რუს სამხედროებისთვის სიკვდილის სურვილისთვის“ ქალის დაკავების შესახებ 14 ოქტომბერს განაცხადა რუსეთის ФСБ. მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ყირიმსა და სევასტოპოლში განაგრძობენ იმ პირთა დევნას, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. 24 თებერვლიდან 107-ზე მეტი ყირიმელი გახდა ბრალდებული რუსული არმიის „დისკრედიტაციისთვის“ ადმინისტრაციული მუხლით, ხოლო სევასტოპოლის სულ მცირე, 11 მცხოვრებს სისხლის სამართლის საქმეები აღუძრეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S