Accentnews.ge
მორიგი საკადრო ცვლილება რუსულ სარდლობაში: რუსი გენერალი დაკავშირებულია გატაცების, წამების, მკვლელობის საქმეებთან

მორიგი საკადრო ცვლილება რუსულ სარდლობაში: რუსი გენერალი დაკავშირებულია გატაცების, წამების, მკვლელობის საქმეებთან

17/10/2022 14:28:40 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ არმიის გენერალი სერგეი სუროვიკინი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურად დანიშნა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ (როგორც რუსეთის ხელისუფლება უწოდებს ომს უკრაინაში) ზონაში. ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა, რომელიც მთელი ომის განმავლობაში აკრიტიკებდა რუსულ სარდლობას, უკვე მიულოცა სუროვიკინს ახალი თანამდებობა და აღნიშნა, რომ „რუსული ჯარების ჯგუფი ახლა კარგ ხელშია“.

როგორც მედიამ გაარკვია, სუროვიკინი, რომელიც უკრაინის ომში რუსული ჯარების შეჭრის პირველივე დღიდან მონაწილეობდა, როგორც ჯგუფის "სამხრეთ" მეთაური და იყო პასუხისმგებელი რუსული არმიის მოქმედებებზე ლუგანსკის რეგიონში, საკმაოდ „მდიდარი“ წარსული აქვს: ის მონაწილეობდა ჩეჩნეთის ომში, იმყოფებოდა სირიაშიც და მისი სახელი ყოველწლიურად ფიგურირებს სხვადასხვა სკანდალებში, მათ შორის, კრიმინალურში:

  • 1991 წლის 21 აგვისტოს სუროვიკინი იყო კაპიტანი და მეთაურობდა მოსკოვის მე-2 გვარდიის ტამანის მოტორიანი დივიზიის ბატალიონს. მის ქვედანაყოფს დაევალა, გაერღვია თეთრი სახლის დამცველების თავდაცვის ხაზი სადოვოვა კოლცასა და ნოვი არბატის მიდამოებში, იცავდა რა საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტს. მან ორჯერ გაისროლა ჰაერში, მოითხოვა მისთვის გადასასვლელის გახსნა, რის შემდეგაც გასცა ბრძანება, პირდაპირ შესულიყვნენ ხალხის მასაში. შედეგად ერთ ადამიანს პირდაპირ გადაუარა ჯავშანტრანსპორტიორმა, კიდევ ორი ​​დახვრიტეს მისმა ქვეშევრდომებმა. ამის გამო, სუროვიკინი შვიდი თვის განმავლობაში იჯდა „მატროსკაია ტიშინაში“, მაგრამ ამის შემდეგ იგი არა მარტო გაათავისუფლეს ყველა ბრალდებიდან, მიანიჭეს მაიორიც წოდებაც.
  • მეორედ სუროვიკინი ბრალდებული სისხლის სამართლის საქმეში 1995 წლის სექტემბერში გახდა. მოსკოვის სამხედრო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო „შეძენისა და გაყიდვის ხელშეწყობაში, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე ტარებაში“. მას ერთწლიანი პირობითი განესაზვრა. კრიმინალური წარსულის მიუხედავად, სუროვიკინი მალევე სათავეში ჩაუდგა სამუშაო ჯგუფს სამხედრო პოლიციის ორგანოების შესაქმნელად და მისი განყოფილების უფროსის პოსტიც დაიკავა.
  • 2004 წელს ვიცე-პოლკოვნიკმა ვიქტორ ციბიზოვმა, რომელიც სუროვიკინს ექვემდებარებოდა, განაცხადა, რომ მან სცემა "ხმის არასწორი მიცემის გამო" - მან, სავარაუდოდ, მხარი არ დაუჭირა მეთაურის მიერ დაწინაურებულ კანდიდატს.
  • 2011 წელს სუროვიკინს კვლავ მოუწია თავის მართლება, თუმცა ამჯერად მისი ხელქვეითის - 34-ე მოტორიზებული შაშხანის დივიზიის მეთაურის მოადგილის, პოლკოვნიკ ანდრეი შტაკალის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. მან გენერალთან საუბრის შემდეგ თავი მოიკლა.
  • 2015 წელს სუროვიკინს, რომელიც ხელმძღვანელობდა რუსულ ძალებს სირიაში, ბრალი დასდეს იმაში, რომ სურდა მედესანტეების ჯგუფის ფარულად გადაყვანა სირიაში და ამის შესახებ უჩივლეს რუსეთის პრეზიდენტთან არსებულ ადამიანის უფლებათა საბჭოში.
  • მიუხედავად ქმრის სახელთან დაკავშირებული ყველა სკანდალისა, სუროვიკინის ცოლმა მთელი ამ ხნის განმავლობაში წარმატებული კარიერა ააშენა. მაგალითად, 2016 წელს მან დაარეგისტრირა შემოსავალი 44 მილიონ რუბლზე მეტი ოდენობით, სამი ბინა საერთო ფართობით 479 კვ. მ., სამი მიწის ნაკვეთი (საერთო ფართი დაახლოებით 4,1 ათასი კვ.მ.), ასევე სახლი (686 კვ.მ.) და არასაცხოვრებელი ფართი (182 კვ.მ). თავად სუროვიკინის შემოსავალი უფრო მოკრძალებულია - მან გამოიმუშავა ოთხჯერ ნაკლები - 10,4 მილიონი რუბლი და შეიძინა ორი ბინა 623 კვ.მ–ის ფართობის.

ჩეჩნური გამოცდილება

2004 წლის ივნისში სუროვიკინი დაინიშნა ჩეჩნურ ხანკალაში დისლოცირებული 42-ე გვარდიის მოტომსროლელი დივიზიის მეთაურად.

ჩეჩნეთის ომში სუროვიკინს თავი არ გამოუჩენია, როგორც სამხედრო სტრატეგს, მისი სახელი დაკავშირებულია სოფელ ბოროზდინოვსკაიაში მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცების სკანდალით, – იხსენებს უფლებადამცველი ალექსანდრე ჩერკასოვი.

2005 წლის ივნისის დასაწყისში, სუროვიკინის დაქვემდებარებული ვოსტოკის ბატალიონის სპეცრაზმის ჯგუფმა ჩაატარა სოფელში „გაწმენდითი“ ოპერაცია, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 11 ადგილობრივი სამხედროებმა წაიყვანეს და მათი ბედი ამ დრომდე უცნობია – ისინი დღემდე დაკარგულად ითვლებიან. მკვლელობისა და გატაცების ფაქტზე გრუ–ს „ვოსტოკის“ ბატალიონის ასეულის მეთაურს მუხადი აზიევს პირობითი სასჯელი განესაზღვრა, თუმცა სუროვიკინს არანაირი სასჯელი არ მიუღია.

უფლებადამცველი სტანისლავ დმიტრიევსკი სხვა შემთხვევებსაც იხსენებს: ადგილობრივმა ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2005 წლის 21 თებერვალს ჩეჩნური შეიარაღებული წინააღმდეგობის წევრები თავს დაესხნენ გროზნოს გარეუბანში რუსული არმიის საგუშაგოს. ინფორმაციის მიხედვით, ჩეჩნებმა მოკლეს რუსი ჯარისკაცები, მაგრამ საპასუხო ცეცხლისას ერთ–ერთი თავდამსხმელის მოკვლა მოახერხეს. მაშინ სუროვიკინმა განაცხადა, რომ ყოველ რუს ჯარისკაცზე სამ ჩეჩენს მოკლავდნენ. მოგვიანებით, დმიტრიევსკი და მისი კოლეგები წავიდნენ იმ ადგილას, სადაც სავარაუდოდ, თავდასხმა მოხდა და იქ ბრძოლის ნიშნები ვერ იპოვეს - არც ვაზნები, არც ტყვიების კვალი. უფლებადამცველები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსი ჯარისკაცები უამინდობის გამო ბეღლის სახურავი ჩამოინგრა და სწორედ ამან გამოიწვია მსხვერპლი. რამდენიმე დღის შემდეგ ადგილობრივი მეჩეთის იმამი დაუკავშირდა დიმიტრიევსკის ჯგუფს და ამცნო, რომ მას უცხო ადამიანის ცხედარი მოუსვენეს. ადგილზე მისულმა უფლებადამცველებმა ცხედარზე წამებისა და შეურაცხყოფის მრავალი კვალი აღმოაჩინეს. დიმიტრიევსკი აღნიშნავს, რომ მამაკაცი იმდენად არაბუნებრივად გამხდარი იყო, რომ ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული ერთ-ერთ უკანონო ციხეში და რამდენიმე კვირის განმავლობაში აშიმშილებდნენ. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი მუცლის ქვედა არეში გასროლა იყო, დაზარალებულის ტანსაცმელი ხელუხლებელი იყო. დიმიტრიევსკის თქმით, სწორედ ეს ადამიანი მოკლეს სამხედროებმა, რომლებიც თითქოს საგუშაგოს დაესხა თავს.

უფლებადამცველის თქმით, სწორედ სუროვიკინი, როგორც მეთაური, არის პასუხისმგებელი როგორც მისი ჯარისკაცების სიკვდილზე, ასევე მისი ქვეშევრდომების მიერ ჩადენილ მკვლელობებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S