Accentnews.ge
აფხაზეთის "საგარეო საქმეთა სამინისტროში" გალის შეხვედრების განახლებაზე ისაუბრეს

აფხაზეთის "საგარეო საქმეთა სამინისტროში" გალის შეხვედრების განახლებაზე ისაუბრეს

18/10/2022 08:16:56 კონფლიქტები

აფხაზური და რუსული მხარეები დაინტერესებულნი არიან გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრების განახლებით,- ამის შესახებ სოხუმში რუსეთის "საელჩოში" განაცხადეს რუსი დიპლომატისა და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას შეხვედრის შემდეგ.

როგორც იუწყებიან, აფხაზეთის "საგარეო საქმეთა სამინისტრო" "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას დავალებით განიხილავს IPRM ფორმატში საქმიანობის განახლების შესაძლებლობას.

„აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა დაადასტურეს ინტერესი ამ ფორმატის მუშაობის განახლების შესახებ, რომლის საქმიანობაც ხელს შეუწყობს დაძაბულობის შემცირებას და ადგილზე უსაფრთხოების გაძლიერებას. ამ ეტაპზე მოლაპარაკების ყველა მონაწილის პოზიციების კოორდინაციის პროცესი მიმდინარეობს",– ნათქვამია შეტყობინებაში.

გალში შეხვედრები, რომლის მონაწილეებიც არიან აფხაზური მხარე, საქართველო, რუსეთი, ევროკავშირი და გაერო, 2018 წლიდან არ ჩატარებულა.

ჟენევის დისკუსიების 56-ე რაუნდის შემდეგ მოსკოვმა და სოხუმმა განაცხადეს, რომ მზად არიან, განაახლონ მოლაპარაკებები გალის ფორმატში.

მაშინ აფხაზეთის "საგარეო საქმეთა სამინისტრომ" აღნიშნა, რომ მათი ინიციატივები მოლაპარაკებების განახლების შესახებ "ქართველი მონაწილეების მხრიდან უპასუხოდ დარჩა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S