Accentnews.ge
აშშ დააჩქარებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას, რომლებიც იცავენ ვაშინგტონს

აშშ დააჩქარებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას, რომლებიც იცავენ ვაშინგტონს

18/10/2022 11:19:54 მსოფლიო

პენტაგონმა გადაწყვიტა, უკრაინას სწრაფად მიაწოდოს NASAMS ორი მოწინავე საზენიტო-სარაკეტო სისტემა, რომლებიც იცავენ ვაშინგტონს. მათი დახმარებით კიევი შეძლებს, გაუძლოს ირანული კამიკაძე–დრონებით შეტევებს რუსეთის მხრიდან, – წერს CNN.

გამოცემის ცნობით, ჯამში, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა შეათანხმა NASAMS-ის რვა ინსტალაციის მიწოდება, მათ შორის ორი მოწინავე მოდელია. ვაშინგტონი უკრაინას 1 ივლისს დაპირდა ორი კომპლექსის გაგზავნას, ხოლო 24 აგვისტოს გამოაცხადა საჰაერო თავდაცვის 6 სისტემის დამატებითი მიწოდების შესახებ.

ამერიკული კომპანია Raytheon, ნორვეგიის Kongsberg Defense and Aerospace-თან თანამშრომლობით, აწარმოებს NASAMS სისტემებს უკრაინისთვის და იმედოვნებს, რომ დაასრულებს ორი სისტემის წარმოებას ოქტომბრის ბოლოს - ნოემბრის დასაწყისში. ამის შემდეგ, გარკვეული დრო დაიხარჯება მათ მიწოდებაზე.

უკრაინის ქალაქებს 10 ოქტომბრიდან მოყოლებული ირანული კამიკაძე დრონებით და რაკეტებით უტევს რუსეთი. დაზიანდა ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S