
ბუდანოვი: „წლის ბოლომდე იქნება მნიშვნელოვანი გამარჯვებები“
18/10/2022 19:47:31 ევროპა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი მიიჩნევს, რომ ომი მომავალი წლის ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს.
"გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულისთვის ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს“,– განაცხადა ბუდანოვმა და დასძინა, რომ უკრაინამ უნდა მიაღწიოს 1991 წლის საზღვრებს.
მისი თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე უკრაინის შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევენ ფრონტის ხაზზე: „წლის ბოლომდე ჩვენ წინ მნიშვნელოვნად წავიწევთ. ეს იქნება მნიშვნელოვანი გამარჯვებები, ამას მალე ნახავთ“.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ეს იყოს ხერსონი, დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა უპასუხა: "იმედი მაქვს, რომ ეს შეიძლება, იყოს ხერსონი".
ის დარწმუნებულია, რომ ომის დასრულების შემდეგ დაიწყება "ძალიან სერიოზული პოლიტიკური პროცესი", რომელიც დაკავშირებული იქნება რუსეთის ფედერაციაში ცვლილებებთან - გარკვეული რეგიონების ჩამოშორდებასთან. ამ კონტექსტში ახსენა მან ჩრდილოეთ კავკასია.
იხილეთ ასევე: რუსეთის არმიის გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურმა ხერსონში რუსებისთვის შექმნილ რთულ ვითარებაზე მიანიშნა