Accentnews.ge
რუსეთის არმიის გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურმა ხერსონში რუსებისთვის შექმნილ რთულ ვითარებაზე მიანიშნა

რუსეთის არმიის გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურმა ხერსონში რუსებისთვის შექმნილ რთულ ვითარებაზე მიანიშნა

18/10/2022 17:57:26 მსოფლიო

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ (როგორც რუსეთის ხელისუფლება უწოდებს ომს უკრაინაში) ზონაში რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაური სერგეი სუროვიკინი აცხადებს, რომ უკრაინელები ცდილობენ რუსების თავდაცვის გარღვევას და ვითარება "დაძაბულია".

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში ვითარება შეიძლება, შეფასდეს, როგორც დაძაბული. მტერი მუდმივად ცდილობს შეტევას რუსული ჯარების პოზიციებზე. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება კუპიანსკის, ლიმანის, ნიკოლაევი-კრივოი როგის მონაკვეთებს“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, რუსეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა „სპეცოპერაციის“ დროს 8000-ზე მეტი გაფრენა განახორციელეს, საავიაციო ეკიპაჟებმა –34 000-ზე მეტი, გაუშვეს 7000-ზე მეტი რაკეტა.

თავი კარგად წარმოაჩინეს ჰიპერბგერითმა რაკეტებმა „კინჯალმა“– თქვა სუროვიკინმა.

არსებული ცნობების ფონზე, რომ ხერსონის საოკუპაციო რეჟიმი და სამხედროები ევაკუაციისთვის ემზადებიან მათთვის ადგილზე არსებული არასახარბიელო ვითარების გამო, რაც გამოწვეულია უკრაინის არმიის შეტევით (ამაზე რუსი ბლოგერებიც წერენ), რუსმა გენერალმა, სავარაუდოდ, ნიადაგის შემზადება განიზრახა. კერძოდ, მისი თქმით, „არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ კიევმა გამოიყენა ომის აკრძალული მეთოდები ხერსონის რეგიონში, მოამზადა სარაკეტო თავდასხმა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე. ამ ქმედებებმა შეიძლება, გამოიწვიოს დიდი მსხვერპლი და ქალაქის ინფრასტრუქტურის განადგურება“.

მისივე თქმით, „რუსული ჯარი უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო, უკვე გამოცხადებულ გამგზავრებას რუსეთის მთავრობის მიერ მომზადებული განსახლების პროგრამის ფარგლებში“.

”ჩვენ ვიმოქმედებთ გააზრებულად, არ გამოვრიცხავთ რთული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას”, - თქვა მან კრემლის პროპაგანდისტული მედიარესურსის ეთერში, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.

ოდნამ ვიგვიანებით, საოკუპაციო ხერსონის რეჟიმმა განაცხადა, რომ „მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რამდენიმე მუნიციპალიტეტის მოქალაქეების დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადაყვანის შესახებ“.

რა სტრატეგიული როლი აქვს ხერსონს, წაიკითხეთ აქ.

იხილეთ ასევე: მორიგი საკადრო ცვლილება რუსულ სარდლობაში: რუსი გენერალი დაკავშირებულია გატაცების, წამების, მკვლელობის საქმეებთან

***

მანამდე უკრაინის გენშტაბი იუწყებოდა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარები ამკაცრებენ საფილტრაციო ზომებს ხერსონის რეგიონში და დაიწყეს ე.წ. „სახელმწიფო ინსტიტუტების“ ევაკუაციის პროცესი.

„ჩვენი ინფორმაციით, ხერსონიდან ყირიმში გაჰყავთ ბანკების თანამშრომლები, გადააქვთ და ქონება და საპენსიო ფონდი“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, უკრაინის მოსაზღვრე რუსულ რეგიონებში მოსახლეობის მორალურ–ფსიქოლოგიური მდგომარეობის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა.

16 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იტყობინებოდა, რომ ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების შემდეგ, რუსეთის ჯარების მდგომარეობა ფრონტის სამხრეთ მიმართულებით საგრძნობლად გაუარესდა.

Financial Times იტყობინება, რომ დასავლელი სამხედრო ექსპერტები და ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ უკრაინა ხერსონის განთავისუფლებას ოქტომბრის მეორე ნახევარში შეძლეს.

16 ოქტომბერს რუსი სამხედრო ჟურნალისტებიც იტყობინებოდნენ რუსებისთვის შექმნილი რთული მდგომარეობის შესახებ. მანამდე ხერსონის საოკუპაციო რეჟიმმა ევაკუაცია გამოაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S