Accentnews.ge
სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

19/10/2022 09:03:56 კონფლიქტები

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული თამაზ გლურჯიძე ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.

55 წლის მამაკაცის ახლობლებით თქმით, გლურჯიძე ერთ-ერთ თანასოფლელთან სტუმრად იმყოფებოდა, აღნიშნული ოჯახის დატოვების შემდეგ კი შინ აღარ დაბრუნებულა. მოგვიანებით, გლურჯიძე ოჯახის წევრებს ტელეფონით დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში, იზოლატორში იმყოფებოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მყისიერად გააქტიურდა "ცხელი ხაზი" და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება.

"გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. უკანონო დაკავების ფაქტზე, მყისიერად გააქტიურდა "ცხელი ხაზი" და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული ბერკეტი და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფ პირთა გათავისუფლების მიზნით. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აცხადებენ სუს-ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S