პუტინმა რუსეთის 6 რეგიონში შეზღუდვები დააწესა

19-10-2022 16:33:01 საზოგადოება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის 6 რეგიონში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება შეზღუდვები დააწესა. ამის შესახებ მან უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მან უკვე გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმად, რუსეთის კრასნოდარის, ბელგოროდის, ბრაიანსკის, ვორონეჟის, კურსკის და როსტოვის რეგიონებში, ასევე უკრაინის ტერიტორიებზე – ყირიმსა და სევასტოპოლში მიმოსვლა იზღუდება.

2014 წელს პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ტერიტორიები - ყირიმი და სევასტოპოლი რუსეთის ფედერაციის ნაწილად გამოაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები