Accentnews.ge
დარჩიაშვილი: "ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული და თანმიმდევრული ნაბიჯები, რომელიც გადავდგით"

დარჩიაშვილი: "ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული და თანმიმდევრული ნაბიჯები, რომელიც გადავდგით"

20/10/2022 13:39:28 კონფლიქტები

რაც შეეხება ლუკაშენკოს ჩასვლას აფხაზეთში, ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული და თანმიმდევრული ნაბიჯები, რომელიც გადავდგით - საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე ჩვენ გავაკეთეთ კონკრეტული განცხადება ამასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც დღეს მას „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში უსმენენ.

ამასთან, მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ბელარუსი დაუბრუნდება პოზიციას, რომელიც ჰქონდა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.

„ამასთან დაკავშირებით ასევე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება და იყო ჩემი გამოხმაურება. ჩვენ გამოვიძახეთ ბელარუსის ელჩი საქართველოში ახსნა-განმარტებისთვის და გადავდგით ყველა ის დიპლომატიური ნაბიჯი, რომელიც ასეთ დროს ქვეყანამ უნდა გადადგას. შესაბამისად, ამ საკითხი საბოლოო შეფასების ნაწილში მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ბელარუსი დაუბრუნდება იმ პოზიციას, რომელიც ჰქონდა საქართველოსთან მიმართებით ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით. ასევე ვფიქრობ და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ მსგავსი ტიპის გამოვლინებები, რომელიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, აღარ იქნება მომავალში და ამ მიმართულებით ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S